მეორე დღე
დღევანდელი დღე საინტერესო იყო თავისი მრავალფეროვანი ფორმატით.
განვიხილეთ პროექტის შაბლონი,
ვისაუბრეთ კითხვების დასმის ტექნიკასა და მნიშვნელობაზე, კერძოდ დავსვით ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ვიმსჯელეთ ამ საკითხის ირგვლივ. ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებზე, რომლებიც მაღალ სააზროვნო უნარებზე გადის .
ვიმუშავეთ ბრუშურის შექმნაზე ,დავამზადეთ პირვანდელი სახით.
მესამე დღე
დღევანდელ დღეს წარვადგინეთ პროექტის თემა, ვისაუბრეთ მოკლედ პროექტის შესახებ.
შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი, ავტვირთეთ დრაივზე,გავაზიარეთ და განვათავსეთ ბლოგზე.
მეოთხე დღე
დღეს ვიმუშავეთ ბუკლეტების შექმნაზე, შევქმენით ჩვენი პროექტის პუბლიკაციები და ავტვირთეთ დრაივზე. ვისწავლეთ: როგორ შევადგინოთ პროექტის კითხვარი გუგლის ფორმის დახმარებით. დრაივში შევქმენით გუგლის ფორმა, სადაც შევიტანეთ კითხვები და ავირჩიეთ სხვადასხვა ფორმის პასუხები.გავეცანით გუგლის ფორმის პარამეტრებს...
შექმნილი გუგლის ფორმა გავაზიარეთ ელ.ფოსტის მეშვეობით.
მეხუთე დღე
დღევანდელი დღე მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა--ჩამოვტვირთეთ ჩვენი დაწყებული პროექტი და მოვახერხეთ მისი ყველა პუნქტის შევსება. გავიაზრეთ პროექტის მიმდინარეობა, მისი თითოეული აქტივობა, ეტაპები, შეფასების სქემები, ინსტრუმენტები... პროექტის გეგმა თითქმის დასრულებულია, თუმცა აღმოჩნდა, რომ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს: მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი, შეფასების სქემა, კოლეგის შეფასება...
No comments:
Post a Comment